4 მაისი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

ფინელ კლიმატისტთა ჯგუფი პრეზიდენტ ტრამპის სახის აისბერგზე ამოსაკვეთად თანხას აგროვებს

ეკოლოგები აპირებენ, ამით გააპროტესტონ მისი ანტიმეცნიერული პოლიტიკა და გლობალური დათბობის თვალსაჩინო მტკიცებულება შექმნან. პროექტს ირონიულად პროექტი ტრამპმორი დაერქვა. ნაწილობრივ ეს პროექტი რესპუბლიკელი ჯეიმს ინჰოფის სენატში გამოსვლის პასუხიცაა. პოლიტიკოსმა იმის დასამტკიცებლად, რომ გლობალური დათბობა მითია, სენატში თოვლის გუნდა შეიტანა. პასუხი სამეცნიერო თვალსაზრისით ამ გამოსვლის მსგავსი “კალიბრისაა”, თუმცა მათი ზომები ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტრამპის მომავალი ქანდაკება 35 მეტრი სიმაღლის იქნება და მასზე დაკვირვება ყველას შეგვეძლება ონლაინ რეჟიმში.
წყარო: http://iflscience.com

 

კაცი, რომელიც მსახიობ სანდრა ბულოკს უთვალთვალებდა, პოლიციამ კალიფორნიაში გარდაცვლილი იპოვა

გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის პოლიციაში შევიდა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 42 წლის ჯოშუა კორბეტი ბულოკის სახლთან 24 საათის განმავლობაში იდგა და უთვალთვალებდა. მანამდე ის 2014 წელს დააპატიმრეს, როდესაც ბულოკის სახლში შეჭრას ცდილობდა. მაშინ ოსკარის მფლობელმა მსახიობმა პოლიციას თავად დაურეკა და უთხრა, რომ სახლში უცხო პირი იყო შესული.
წყარო: https://www.huffingtonpost.co.za/

 

The Darkest Minds-ის მსახიობი ჰარის დიკინსონი მალეფისენტის მეორე ნაწილში პრინცი ფილიპის როლს შეასრულებს

Harris Dickinson Maleficent 2

დიკინსონი ამ როლზე ბრენტონ ტუეიტესს შეცვლის, რომელიც ფილმის პირველ ნაწილში სწორედ ფილიპის პერსონაჟს თამაშობდა. დიკინსონის გარდა, ცნობილია ისიც, რომ მალეფისენტის ჯგუფს მსახიობი მიშელ პფაიფერიც შეუერთდა. მთავარ როლებს ფილმის მეორე ნაწილში კვლავ ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი შეასრულებენ. მალეფისენტის პირველი ნაწილი ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, ფილმმა შემოსავლის სახლით $700 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.

წყარო: http://variety.com/

ტომ ჰარდი ახალ ფილმში ალ კაპონეს როლს შეასრულებს და გადასაღები მოედნიდან პირველ ფოტოებს გვიზიარებს:

Mega awkward character misstep ?

A post shared by Tom Hardy (@tomhardy) on

♠️?Chasing Fonzo ?

A post shared by Tom Hardy (@tomhardy) on

A post shared by Tom Hardy (@tomhardy) on

♠️???????Chasing Fonzo

A post shared by Tom Hardy (@tomhardy) on

 

დღის ვიდეო: ქუსლებზე შემდგარი დედპული სელინ დიონის სიმღერაზე ცეკვავს

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჯოან როულინგი ტრადიციას არ არღვევს და ჰოგვორტსის ომის 20 წლისთავზე ბოდიშს იხდის კიდევ ერთი პერსონაჟის გამო, რომელიც მის კალამს ემსხვერპლა

ამჯერად პოტერიადას ყველაზე მზრუნველი და კეთილი გმირის, დობის ჯერი დადგა. “წელს ბოდიშს ვიხდი, რომ მოვკალი პერსონაჟი, რომელიც ჰოგვორტსის ბრძოლას არ შეწირვია. ამ პერსონაჟმა გასწირა სიცოცხლე იმისთვის, რომ გადაერჩინა ჯადოქრები, რომლებმაც ეს ომი მოიგეს. რა თქმა უნდა, შინაურ ელფს, დობის ვგულისხმობ,” – დაპოსტა როულინგმა ტვიტერზე.
წყარო: https://twitter.com/

 

ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ქუჩა (Sakartvelo Street) გაიხსნება

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა და ქუჩის გახსნის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდებად Sakartvelas ოფიციალურად 3 მაისს დამკვიდრდა.
ფოტო: http://netgazeti.ge/

 

გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული რეჟისორი რომან პოლანსკი და მსახიობი ბილ კოსბი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს

Bill Cosby (left) and Roman Polanski. Archive photos

რომან პოლანსკის არასრულწლოვანი მოდელის, 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო დანაშაული 40 წლის წინ, 1977 წელსაა ჩადენილი. რაც შეეხება კოსბის, 80 წლის ამერიკელი მსახიობი სასამართლომ 2004 წელს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დამნაშავედ 26 აპრილს ცნო. მსახიობს ათობით ქალი უჩიოდა, რომ ის მათ ძლიერმოქმედ საძილე საშუალებას აძლევდა და შემდეგ აუპატიურებდა.
წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.