3 მაისი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

9-10 ივნისს თბილისში მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი – “უკან მომავალში” გაიმართება

ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებს და ჟურნალისტებს შეეძლებათ. ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელი იქნება.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე იმუშაონ, შექმნან თანამედროვე და გამოყენებადი ციფრული ხელსაწყოები, ვიზუალიზაციები და სხვ. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 მაისამდე შეეძლებათ. შესაძლებელია ცალკეული მონაწილეების და ასევე გუნდების დარეგისტრირება.

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/VizHack2018

მონაცემების პრეზენტაცია, რომელზეც ჰაკათონის მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ, 22 მაისს გაიმართება. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციაზე შეხვდნენ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან, მათთან ერთად ადგილზევე შექმნან და დაარეგისტრირონ გუნდები.

გუნდში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ა.შ. მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყოები.

ღონისძიება ForSet-ის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

 

97 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზში კოკო შანელის სუნამოს, შანელ № 5-ის პრეზენტაცია გაიმართა

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაცია 3 მაისს შედგა, მისი გაყიდვა მხოლოდ 5 მაისს დაიწყო. შანელის ამ შეუდარებელმა და განუმეორებელმა სუნამომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა პარფიუმერიის სამყაროში, ფლაკონი კი გახდა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპონატი. სტატისტიკის მიხედვით Chanel № 5-ს მსოფლიოში იძენენ ყოველ 55 წამში ერთხელ, რაც ადასტურებს, რომ კოკო შანელის შექმნილი სუნამო არასოდეს გადადის მოდიდან.
1921 წელს პარფიუმერი ერნესტ ბო მუშაობდა კოკო შანელისთვის არომატის შექმნაზე, კოკოს სურდა ქალის სურნელის მიღება და ხანგრძლივი ექსპერიმენტის შემდეგ პარფიუმერმა შანელს წარუდგინა რამდენიმე არომატი, რომელთაგან კოკომ მეხუთე ნომერი აირჩია. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი სუნამო Chanel № 5.

 

ჯესიკა ჩესტეინი, მარიონ კოტიარი, პენელოპე კრუზი, ფან ბინგბინგი და ლუპიტა ნიონგო სულ მალე ახალ ტრილერში, 355-ში გამოჩნდებიან

Chastain’s Freckle Films will produce the secret agent drama for the post-Weinstein era, with Simon Kinberg to direct. Penelope Cruz and Fan Bingbing also star.

კინოსურათის შესახებ დეტალები გახმაურებული არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ის გლობალური ჯაშუშური ქსელის შესახებ იქნება. ქალი აგენტები შეეცდებიან მსოფლიოში ქაოსის გამეფებას შეუშალონ ხელი. ფილმის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

კერი ფუკუნაგას ახალ პროექტში, The American-ში ლეგენდარული კომპოზიტორის, ლეონარდ ბერნსტაინის როლს ჯეიკ ჯილენჰოლი შეასრულებს

Jake Gyllenhaal Toronto Film Festival

ლეონარდ ბერნსტაინი ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი იყო, რომელმაც სახელი ნიუ-იორკის ფილარმონიაში დირიჟორობით გაითქვა და ასევე მრავალი კომპოზიციით, მათ შორის “ვესტ-საიდური ისტორია”. ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება და მას საფუძვლად ჰამპრი ბარტონის მიერ ბერნსტაინის შესახებ დაწერილი წიგნი დაედება.
წყარო: http://variety.com/

 

HBO-ს გადაწყვეტილებით, სუპერპოპულარული სერიალი Westworld ეთერში მესამე სეზონითაც დაბრუნდება

შოუ ეთერში 2020 წლამდე არ გამოვა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი პირველი კი ის არის, რომ არხის გადაწყვეტილებით 2019 წელს მთავარი აქცენტი “სამეფო კარის თამაშების” ფინალურ და “დიდი პატარა ტყუილების” მეორე სეზონზე უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, Westworld-ის მესამე სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მის გადასაღებად ძალიან დიდი დროა საჭირო.
წყარო: https://www.theverge.com/

 

ფეისბუქი გაცნობის სერვისს ამატებს

Facebook Dating

კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე, ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 2018 წელი მისი კომპანიისთვის გამოწვევების წელი იქნება. მრავალ სიახლეს შორის, რომელსაც ფეისბუქი გეგმავს, გაცნობის სერვისის გაშვებაც იგეგმება, რომელიც, ცუკერბერგის თქმით, მარტოხელებს მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარება. მისი სიტყვებით, სერვისი უფრო მეტად სერიოზული ურთიერთობის დაწყების მსურველებს დაეხმარება და ნაკლებად მათ, ვინც ამ ეტაპზე ახალ ადამიანებს გასართობად ეძებს. პოტენციული შეყვარებულების მოძებნის პროცესში მომხმარებლები ვერ ნახავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც მათი მეგობრების სიაში არიან. ცუკერბერგის თქმით, ახალი სერვისის შექმნისას თავიდანვე გაითვალისწინეს მომხმარებლის უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცულობა.
წყარო: http://www.bbc.com/

 

Netflix-ის სერიალის, “მარკო პოლოს” პროდიუსერმა სასამართლოში ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ZURICH, SWITZERLAND - SEPTEMBER 22: Harvey Weinstein attends the 'Lion' premiere and opening ceremony of the 12th Zurich Film Festival at Kino Corso on September 22, 2016 in Zurich, Switzerland. The Zurich Film Festival 2016 will take place from September 22 until October 2. (Photo by Andreas Rentz/Getty Images)

ალექსანდრა კანოსა ვაინშტეინს გაუპატიურებაში, სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ის ცნობილი პროდიუსერისგან სხვადასხვა სახის ზეწოლას 5 წლის განმავლობაში ითმენდა. კანოსას თქმით, ვაინშტეინმა ის არაერთხელ შეავიწროვა, ხოლო მალაიზიაში ყოფნის დროს გააუპატიურა.
წყარო: https://edition.cnn.com

 

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა მედიასაშუალებების დახარისხება მათი სანდოობის მიხედვით დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, ცუკერბერგი ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში მასმედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრას New York Times-ის, CNN-ის, Wall Street Journal-ის, NBC-ის და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. Facebook-ის დამფუძნებლის თქმით, კომპანიამ უკვე აამოქმედა სპეციალური სისტემა, რომელიც მედიასაშუალებების სანდოობას აფასებს. რეიტინგი იმის მიხედვით იქმნება, თუ რამდენად ენდობიან მომხმარებლები ამა თუ იმ მედია წყაროს.
წყარო: https://www.buzzfeed.com/

 

სამეფო უბნის თეატრში “მზეთუნახავის” პრემიერაა

Image may contain: one or more people, text and indoor

3 მაისს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ მეოცე სეზონის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს: “მზეთუნახავი”.
“მზეთუნახავი” არის ზღაპარი დიდებისთვის. პარალელურად ვითარდება ორი ისტორია, რომლებიც ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ უკავშირდება. ერთი, კრიმინალური ქრონიკაა, ნამდვილი ამბავით საფუძველში. მეორე კი კულტურიდან კულტურაში მოგზაური მხატვრული კონსტრუქციის – კოშკში გამოკეტილი ქალწულის – კიდევ ერთი დრამა. სხვადასხვა სამყაროების პერსონაჟები უცნაურად იზიარებენ თვისებებს და მდგომარეობებს. ზიარი აქვთ შიშები, ხილვები და სურვილები. გარემომ ისინი დაისაკუთრა. ტყვეობასთან გამკლავება მათი ერთადერთი ვნებაა. სიცოცხლე ჩანასახშივე გაუსაძლისი და შეუძლებელია.
წყარო: https://www.facebook.com/

 

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი – CinéDOC-Tbilisi წელს, 3-8 მაისს მეექვსედ ჩატარდება თბილისში

Gepostet von CinéDOC-Tbilisi am Samstag, 14. April 2018

 

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. წლევანდელი გამოშვების სლოგანია: ჩაუღრმავდი რეალობას. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან, უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. თითოეული ფილმი სიღრმისეულად ასახავს რეალობას და მაყურებელს აცნობს მის სხვადასხვა ასპექტს საკვირველი და ხანდახან სახალისო პერსპექტივიდან. წლევანდელ სექციაში – სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორქშოფები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის.
წყარო: https://www.facebook.com

 

Hulu-ს წარმატებული სერიალი, “მხევლის წიგნი” მესამე სეზონითაც დაბრუნდება

The Handmaid's Tale Season 2

ამის შესახებ არხის წარმომადგენლებმა და სერიალის პროდიუსერებმა ერთობლივად განაცხადეს. როგორც ცნობილია, მეორე სეზონი წინასთან შედარებით რეიტინგულია და მის პირველ სერიას ონლაინში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოვა მესამე სეზონი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს 2019 წელს მოხდება.
წყარო: http://www.indiewire.com/


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.